Viii.კვებითი და ძილ-ღვიძილის აშლილობები

Description
ფსიქოლოგია

Please download to get full document.

View again

of 89
All materials on our website are shared by users. If you have any questions about copyright issues, please report us to resolve them. We are always happy to assist you.
Information
Category:

Documents

Publish on:

Views: 0 | Pages: 89

Extension: PDF | Download: 0

Share
Transcript
  მთარგმნელი : ლილი    ხეჩუაშვილი  VIII თავი . კვებითი   და   ძილ - ღვიძილის   აშლილობები   519   VIII თ ვი   კვებითი   დ ძილ - ღვიძილის   შლილობები   ს რჩევი   კვებითი   შლილობების   ძირით დი   ტიპები  ................................ 521 ნერვული   ბულიმია  ......................................................................... 524 ნერვული   ანორექსია  ....................................................................... 529 უკონტროლო   კვებასთან   დაკავშირებული   აშლილობა  ............ 534  სტატისტიკა  ...................................................................................... 535 კვებითი   შლილობების   მიზეზები  ................................................ 541  სოციალური   განზომილებები  ....................................................... 541 ბიოლოგიური   განზომილებები  .................................................... 548 ფსიქოლოგიური   განზომილებები ................................................ 549 ინტეგრაციული   მოდელი  .............................................................. 551 კვებითი   შლილობების   მკურნ ლობ .......................................... 553 მედიკამენტური   მკურნალობა  ............................................................................................................... 553 ფსიქოლოგიური   მკურნალობა  .............................................................................................................. 554 კვებითი   აშლილობების   პრევენცია  ...................................................................................................... 561 გ ცხიმოვნებ ................................................................................................................................................. 562  სტატისტიკა  .............................................................................................................................................. 563 კვების   დამახინჯებული   პატერნები   გაცხიმოვნების    შემთხვევაში  ................................................ 565 მიზეზები  ................................................................................................................................................... 566 მკურნალობა  ............................................................................................................................................. 567 ძილ - ღვიძილის   შლილობები : ძირით დი   დისომნიები  ........................................................................ 574 ძილ - ღვიძილის   აშლილობების   მიმოხილვა  ....................................................................................... 574 ინსომნია  .................................................................................................................................................... 578 ჰიპერსომნოლენსია  ................................................................................................................................. 584 ნარკოლეფსია  ............................................................................................................................................ 586  სუნთქვასთან   დაკავშირებული   ძილის   აშლილობები  ...................................................................... 588 ცირკალური   რითმის   ძილის   აშლილობა  ............................................................................................. 590 ძილის   შლილობების   მკურნ ლობ .......................................................................................................... 593  სამედიცინო   მკურნალობა  ...................................................................................................................... 593 ენვაირომენტული   მკურნალობა  ........................................................................................................... 596  მთარგმნელი : ლილი    ხეჩუაშვილი  VIII თავი . კვებითი   და   ძილ - ღვიძილის   აშლილობები   520   ფსიქოლოგიური   მკურნალობა  .............................................................................................................. 596 ძილის   აშლილობების   პრევენცია  .......................................................................................................... 599 პარასომნიები   და   მათი   მკურნალობა  ................................................................................................... 599 შეჯ მებ ......................................................................................................................................................... 605 ძირით დი   ტერმინები  ................................................................................................................................. 607 პ სუხები  ........................................................................................................................................................ 607  მთარგმნელი : ლილი    ხეჩუაშვილი  VIII თავი . კვებითი   და   ძილ - ღვიძილის   აშლილობები   521   სტუდენტის   სწ ვლის   შედეგები *      ქცევის   ინტერპრეტირებისთვის   მეცნიერული   მსჯელობის   გ მოყენებ    განასხვავებს   ქცევის   ახსნის   ბიოლოგიურ , ფსიქოლოგიურ   და    სოციალურ   კომპონენტებს  ( მაგალითად , დასკვნას , დაკვირვებას , ოპერაციულ   განსაზღვრებასა   და   ინტერპრეტაციას ) (APA SLO 1.1a) (  იხ  . გვ  . 272  –  276, 299-304)       ინოვ ციური   დ ინტეგრ ციული   ზროვნების დ პრობლემის   გ დ წყვეტის   უნ რი      პრობლემების   ემპირიულად    შესასწავლად   ოპერაციულად   აღწერს   მათ  (APA SLO 1.3A) (  იხ  . გვ  . 269  –  279, 295  –  305)       დისციპლინის   ფ რგლებში   პრობლემის   გ დ წყვეტისთვის   გ მოს დები   პრ ქტიკული   გ მოს ვ ლი   ღწერ     სწორად   გამოადიფერენცირებს   ქცევისა   და   ფსიქიკური   პროცესების   წინაპირობებსა   და    შედეგებს  (APA SLO 5.3c) (  იხ  . გვ  . 235-247)  .    აღწერს   ფსიქოლოგიური   პრინციპების   ყოველდღიურ   ცხოვრებაში   გამოყენების   რელევანტურ   და   პრაქტიკული   გამოყენების   მაგალითებს  APA SLO 5.3a) (  იხ  . გვ  . 279-284, 291-295, 306-311).  * ამ   თავის   ნაწილი   ამერიკის   ფსიქოლოგიური   ასოციაციის  (2012) მიერ   ფსიქოლოგიის    საბაკალავრო   პროგრამისთვის    შემოთავაზებულ    სწავლის    შედეგებს   ფარავს . თავის   რა   ნაწილში   იფარება   აღნიშნული    შედეგები , ზემოთ   მოცემულია  APA- ის   მიზნისა   და   მის   მიერ    შემოთავაზებული    სწავლის    შედეგების  (Suggested Learning Outcomes –  SLO)  სახით .  შემდეგი    სამი   თავი   ფიზიკურ   ფუნქციონირებასთან   მიმართებაში   ფსიქოლოგიური   და    სოციალური   ფაქტორების   ურთიერთქმედებას    შეეხება . ადამიანების   უმრავლესობა    საკუთარ    სხეულს   თავისთავად   მოცემულად   აღიქვამს . დილით   ვიღვიძებთ   იმ   დაშვებით , რომ    საკმარისად   ფხიზლად   ვიქნებით , რათა   ყოველდღიურად    საჭირო   აქტივობების   განვახორციელოთ . დღეში   ორჯერ   ან    სამჯერ   ვიღებთ    საკვებს , წახემსების   რაოდენობას   კი   არც   ვითვლით .  შეიძლება   ინტენსიურად   ვვარჯიშობთ   კიდეც , ერთ   მშვენიერ   დღეს   კი   ჩვენს   ცხოვრებაში    სექსუალური   აქტივობაც   ერთვება . ამ   ყოველდღიურ   ფუნქციონირებაზე   ბევრს   არ   ვფიქრობთ   და   არ   ვაქცევთ   ყურადღებას , ვიდრე   რაიმე   დაავადება   არ    შეგვიშლის    ხელს . და   მაინც , ფსიქოლოგიურმა   და    სოციალურმა   ფაქტორებმა    შეიძლება   მნიშვნელოვნად    შეგვიშალოს    ხელი   და   დაარღვიოს   „გადარჩენაზე   მიმართული   ის   ეს   აქტივობები.“   ამ   თავში   ორი ,  შედარებით   ავტომატური   ქცევის   —   კვებისა   და   ძილის   —   ფსიქოლოგიური   დარღვევების    შესახებ   ვისაუბრებთ , რაც   მნიშვნელოვან   გავლენას   ახდენს   ჩვენს   დანარჩენ   ქცევაზე . IX თავში   ფიზიკურად    შეუძლოდ   ყოფნაში   ჩართულ   ფსიქოლოგიურ   ფაქტორებს   განვიხილავთ . კერძოდ , ავადმყოფობასა   და   დაავადებაში   მონაწილე   ფაქტორებზე   ვისაუბრებთ . X თავში    სექსუალურ   ქცევაზე   ვიმსჯელებთ . კვებითი   შლილობების   ძირით დი   ტიპები   ამ   თავში   განხილული   ზოგიერთი   აშლილობა   ულმობელი   და   მომაკვდინებელი    შეიძლება   იყოს , თუმცა   ბევრმა   ჩვენგანმა   არ   იცის , რომ   ისინი   ფართოდ   არის   გავრცელებული   ჩვენში . მათმა    სიხშირემ  1950- იან   და  1960- იანი   წლების   დასაწყისისთვის   იმატა   და   ფართოდ   გავრცელდა    შემდგომ   ათწლეულებში . ნერვული   ბულიმიის    შემთხვევაში   უკონტროლო   კვების   ანუ   გადაჭარბებული   ჭამის  (binges) ეპიზოდებს    ხელოვნურად   გამოწვეული   პირღებინება ,  მთარგმნელი : ლილი    ხეჩუაშვილი  VIII თავი . კვებითი   და   ძილ - ღვიძილის   აშლილობები   522   ლაქსატივების  ( გამწმენდი    საშუალებების ) მოჭარბებული   გამოყენება   ან    საკვებისგან   ორგანიზმის   გაწმენდის    სხვა   მცდელობები   მოყვება . ნერვული   ნორექსიის    შემთხვევაში   პიროვნება   მინიმალური   რაოდენობის    საკვების   გარდა   არაფერს   იღებს , რის    შედეგადაც    სხეულის   წონა   ზოგჯერ    სახიფათოდ   მცირდება . უკონტროლო   კვებ სთ ნ   დ კ ვშირებული   შლილობის ს  (binge eating disorder) ინდივიდი    შეიძლება   რამდენჯერმე   იკვებოს   გადაჭარბებულად , რაც   მასში   დისტრესს   გამოიწვევს , მაგრამ   არ    შეეცდება    საკვებისგან   განთავისუფლებას . ამ   აშლილობის   ძირითადი   მახასიათებელია   ყოველისმომცველი   და   გადამფარავი   ლტოლვა    სიგამხდრისკენ . ნერვული   ანორექსიის   მქონე   ადამიანებზე    საკმარისად    ხანგრძლივი   პერიოდის   განმავლობაში   დაკვირვებამ   აჩვენა , რომ   მათი   თითქმის  20% ამ   აშლილობის    შედეგად   გარდაიცვალა , მათ    შორის , 5%- ზე   ოდნავ   მეტი   —   აშლილობის   დაწყებიდან  10 წლის   განმავლობაში  ( მაგალითისთვის   იხ . Keel et al., 2003 illar et al., 2005; Papadopoulos, Elbom, Brandt, & Ekselius, 2009). ფაქტობრივად , ნერვულ   ანორექსიას    სიკვდილიანობის   ყველაზე   მაღალი   მაჩვენებელი   აქვს   ამ   წიგნში   განხილულ   ფსიქოლოგიურ   აშლილობათა    შორის , დეპრესიის   ჩათვლით  (Park, 2007; Papadopoulos et al., 2009). ანორექსიასთან   დაკავშირებული    სიკვდილისნობის  20- დან  30%- მდე    სუიციდზე   მოდის , რაც  50- ჯერ   აღემატება   გენერალურ   პოპულაციაში    სუიციდით    სიკვდილის   რისკს  (Agras, 2001; Arcelus, Mitchell, Wales, & Nielsen, 2011; Chavez & Insel, 2007; Thompson & Kinder, 2003).  სხვადასხვა   ქვეყანაში   ჩატარებული    სულ   უფრო   და   უფრო   მეტი   კვლევა   აჩვენებს , რომ   კვებითი   აშლილობები   ფართოდ   არის   გავრცელებული   და  1960- დან  1995 წლამდე   მათმა   რაოდენობამ   დრამატულად   მოიმატა   დასავლეთის   ქვეყნებში , თუმცა ,  ხელთ   არსებული   ბოლო   მონაცემებით , მაჩვენებლებმა   ოდნავ   დაიწია  (Bulik et al., 2006; Hoek, 2002; Russell, 2009; Steiger, Bruce, & Israel, 2013). ყველაზე   დრამატული   ნერვული   ბულიმიის    შესახებ   მონაცემებია  (Russell, 2009). გარნესმა   და   ფაიერბარნმა  (Garner & Fairburn, 1988) ზოგადად   კვებითი   აშლილობის   ჩივილებით   კლინიკაში   მიმართვიანობის    სიხშირე   იკვლიეს   კანადაში . აღმოჩნდა , რომ  1975- და  1986 წლამდე   ანორექსიით   მიმართვის    სიხშირე   ნელ - ნელა   მატულობდა , ბულიმიით   მიმართვისა   კი   —   დრამატულად   გაიზარდა   ნულიდან  140- ზე   მეტ   მიმართვამდე   წელიწადში . ანალოგიური    შედეგები   მიიღეს   მსოფლიოს    სხვა   ქვეყნებშიც  (Hay & Hall, 1991; Lacey, 1992), თუმცა   უფრო   გვიანდელი   გამოკითხვების   მიხედვით , ბულიმიის    სიხშირე ,  შესაძლოა , იკლებდეს  1990- იან   წლებში   მიღწეული   პიკის    შემდეგ  (Keel, Heatherton, Dorer, Joiner, & Zalta, 2006). მიუხედავად   ამისა , მოსახლეობის   ფართომასშტაბიანი   გამოკითხვა  (Hudson, Hiripi, Pope, & Kessler, 2007) ჯერ   კიდევ   აჩვენებს , რომ   კვებითი   აშლილობები  1972-1985 წლებში   დაბადებულ   ადამიანთა   ჯგუფებში   უფრო    ხშირია , ვიდრე    შედარებით   ასაკოვნებს    შორის . ეს   განსაკუთრებით   მართებულია   ბულიმიის    შემთხვევაში . ასევე , მკვლევართა   ჯგუფმა  (Favaro, Caregaro, Tenconi, Bosello, & Santonastaso, 2009) ანორექსიისა   და   ბულიმიის   დაწყების   უფრო   ადრეულ   ასაკს   მიაგნო .  სიკვდილიანობის   ზემოთ   მოცემული   მაჩვენებლები   მიგვითითებს , რომ   კვებითი   აშლილობების    შედეგად    სიკვდილიანობამ   ექვსჯერ   იმატა , ნორმალურ   პოპულაციაში    სიკვდილიანობასთან    შედარებით  (Arcelus et al., 2011; Crisp, Callender, Halek, & Hsu, 1992; Papadopoulos et al., 2009). კვებითი   აშლილობები , როგორც   აშლილობათა   ცალკე   ჯგუფი , პირველად   ამერიკის   ფსიქიატრიული   ასოციაციის   მიერ  2000 წელს   გამოქვეყნებული   დიაგნოსტიკური   და    სტატისტიკური    სახელმძღვანელოს  (DSM-IV) მეოთე   გამოცემაში   გამოჩნდა . მეოცე    საუკუნის   მეორე   ნახევარში   კვებითი   აშლილობების    სიხშირის   მატება    საკმარის   თავსატეხს   გააჩენდა , მთელ   პოპულაციაში   რომ   გავრცელებულიყო . კიდევ   უფრო   დამაინტრიგებელია , რომ   ეს   აშლილობები   კულტურულად    სპეციფიკურია . კვებითი   აშლილობები  
Related Search
Similar documents
View more...
We Need Your Support
Thank you for visiting our website and your interest in our free products and services. We are nonprofit website to share and download documents. To the running of this website, we need your help to support us.

Thanks to everyone for your continued support.

No, Thanks