ინტელექტი

Description
ფსიქოლოგია

Please download to get full document.

View again

of 13
All materials on our website are shared by users. If you have any questions about copyright issues, please report us to resolve them. We are always happy to assist you.
Information
Category:

Documents

Publish on:

Views: 0 | Pages: 13

Extension: PDF | Download: 0

Share
Transcript
  1 რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ    ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება   რა არის ინტელექტი   ინტელექტის გაგება ფსიქოლოგიაში მრვალნაირია. სხვადასხვა თეორიულ საფუძველზე მდგარი   ავტორი სხვადასხავანაირად განმარტავს ინტელექტს. ხშირად მას აზროვნების სინონიმად ხმარობენ. სიტყვა ინტელექტი, ლათინურად „ intelectus “ ქართულად ნიშნავს გონიერებას, გაგებას, წვდომას. ეს ტერმინი ლათინური თარგმანია ბერძნული ცნებისა „ნუს“ –   გონება.   ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას გვესმის თუ რას ნიშნავს ინტელექტი. ჩვენ viciT , რომ ზოგიერთი ადამიანი „უფრო მეტად ჭკვიანია“, ვიდრე სხვები. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების სინონიმად ვხმარობთ. შეფასება „ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის პატრონია“, ნიშნავს, რომ ეს პიროვნება   ძლიერი აბსტრაქტული აზროვნებითა და თანმიმდევრული ლოგიკით გამოირჩევა. ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცე f ციაში ინტელექტი გაგებულია, როგორც ზოგადი გონიერება, ახალ პრობლემურ სიტუაციასთან ეფექტური გამკლავების   უნარი. ეს პირველ რიგში ეხება გეშტალტ ფსიქოლოგიას.   მ. ვერტჰაიმერი, ვ. კელერი ინსაიტის ცნების შემოტანით ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ ახერხებს პიროვნება პრობლემური სიტუაციის გადაჭრას რომელიც არ ჰქონია გამოცდილებაში და ვერ გამოიყენებს ძველ ხერხებს. ინტელექტი ამ   გაგებით არის ახალ , უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარი ზოგადად, და კერძოდ, ახალი სააზროვნო ამოცანის, პრობლემური სიტუაციის წვდომის უნარი [„ინსატი ნიშნავს უ ecar   წვდომას, გონების განათებას]. ვ. შტერნი თვლის, რომ   აზროვნება და გაგება, როგორც    სამყაროს   მოთხოვნებისადმი    შეგუების იარაღისა ცალმხრივია, რადგანაც პიროვნების მხოლოდ რეაქტიულობას   გულისხმობს. ვ. შტერნი პირობითად გამოყოფს რეაქტიულ და სპონტანურ აზროვნებას –   პირველი სამყაროსთან შეგუებას ემსახურება, მეორე პიროვნების განვითარების მიზანს [წმინდა სახით ისინი არ არსებობენ და ეს დაყოფა პირობითია]. რეაქტიულ   აზროვნებ a  ს იწვევს   გარესამყაროს ახალი უჩვეულო    სიტუაცია, სპონტანური აზროვნების სტიმული კი შინაგანი განწყობაა (ეინ S ტელლუნგ), ანუ აზროვნე b ის დისპოზიცია. სწორედ ესაა ინტელექტი   ვ. შტერნის მიხედვით. ამრიგად, ინტელექტი ვ. შტერნის გაგებით –   აზროვნებისადმი განწყობაა, ინტელიგენტობა კი აზროვნების უნარია. ვ  შტერნის მიხედვით ინტელიგენტური ადამიანი იმას კი არ ეწოდება, ვისაც აზროვნებისაკენ მიდრეკილება აქვს ეს ყველა ადამიანს გააჩნია,   არამედ იმას, ვისაც შეუძლია აზროვნების შემწეობით ახალი სასიცოცხლო ამოცანები გადაჭრას. ამის უნარი კი ყველას თანაბრად არ გააჩნია . ვ. შტერნი სწორედ ამ კუთხით იკვლევდა   ინტელიგენტურობას –   დიფერენციალურ ფსიქოლოგიური მიდგომით. იგი თვლიდა, რომ ადამი a ნთა აზროვნების უნარის განსხვავებულობა სწორედ დიფერენციალური ფსიქოლოგიის საგანია და არა ზოგადისა. მანვე შემოიტანა ინტელიგენტობის კოეფიციენტი  - IQ   ამ განსხვავებების გასაზომად. დ. ვექსლერი ინტელექტს განსაზღვრავს როგორც „ჰიპოთეტურ   ცნებას“ რომელიც ასახავს   ინდივიდის მიზანმიმართული მოქმედების, რაციონალური აზროვნების a   და გარემოსთან ეფექტური ურთიერთქმედების გლობალურ უნარს (1981).    2 რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ    ინტელექტის გაზომვა    საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტელექტის შესწავლისას ფსიქოლოგები   ყურადღებას ამახვილებენ ისეთი პრაქტიკული    საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა ინტელექტის გაზომვის საუკეთესო გზების მოძებნა. მეცნიერები ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ინეტელექტის კვლევაში : ინგლისელი მეცნიერი ფრანსის ჰალტონი   (მე - 19 საუკუნე) პირველი იყო, ვინც ცდილობდა შეესწავლა ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები.   ინტელექტის ბუნების, მისი ფსიქოლოგიური რაობის გარკვევასთან ერთად ,   ტრადიციულად , ფსიქოლოგების აქტივობა მიმართულია განთლების სისტემის მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ–    შეურჩიონ   ბავშვებ s ადეკვატური სასწავლო გარემო   მათი გონებრივი შესაძლებლობების საფუძველზე. ეს ტრადიცია ისტორიულად დაკავშირებულია   ინტელექტის სისტემური ტესტირების დაწყებასთან. 1904 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ევალებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლა და მათი სასწავლო უნარების შეფასება. საჭირო გახდა ბავშვი გონებრივი განვითარების დონის განსზღვრისათვის   ადე k ვატური საზომი სისტემის შექმნა. ამ ამოცანამ   მიიპყრო ფრანგი ფსიქოლოგის ა.ბი n ეს   ყურადღება. რამდენადაც მასწავლებელთა დასკვნები   იმის  შესახებ თუ ვის უნდა მიეღო სპეციალური განათლება , არ იყო დამაჯერებელი და საკმაოდ სუბიექტურ ხასიათს ატარებდა. ა. ბინემ დაიწყო მუშაობა მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების   მოსახერხებელი, მეტ–ნაკლებად ობიექტური პროცედურის მომზადებაზე. ფრანგი ფსიქოლოგები ა.ბინე და თ.სიმონი   ცდილობდნენ გამოეყენებინათ გაზომვის    სხვადასხვა    ხერხი რათა განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მაღალი და დაბალი  შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მრავალი ცდის შემდეგ   მათ აღმო a ჩინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ მსჯელობისა   და მიმართებათა დამყარების საუკეთესო   უნარი , ყურადღების, ლექსიკური მარაგისა   და სხვა  შესაძლებლობების გამომჟღავნების   უკეთესი   ტენდენცია   გააჩნდათ . 1905წ. ბინემ და სიმ o ნმა შექმნეს საცდელი ინტელექტის სკალა, რომელიც ბინე -  სიმონის ინტელექტის ტესტის სახელით არის ცნობილი . ის მოიცავდა  სირთულის ზრდის მიხედვით da ლაგებულ 30   ტესტს, რომლებიც აფასებდნენ   ყურადღების, მეტყველების, აზროვნების, მეხსიერების უნარებს. სირთულის დონე დადგენილი   იყო 3   დან 11   წლამდე 100   ჯანმრთელი   ბავშვის   მიერ დავალებათა შესრულების საფუძველზე. შემდგომში მკვლევრებმა   დააჯგუფეს ტესტები ბავშვთა fransis haltoni 1822 1911   Aalfred bine 1859 1911 luis termeni 1877 1956 devid veqsleri 1896 1981  3 რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ    ასაკის მიხედვით. შეფასება ხდებოდა ქულებით   da   ეფუძნებოდა ინტელექტის კოეფიციენტის შტერნისეულ ცნებას. IQ წარმოადგენს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკთან შეფარდებას გამრავლებულს 100 - ze. IQ = გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიური ასაკი * 100 ბავშვის გონებრივი ასაკი   განისაზღვრებოდა    შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი დავალებების  შესრულების საფუძველზე. მაგალითად, თუ 10 წლის ბავშვი ასრულებს დავალებებს, რომლებიც ემპირიულად დადგენილია 8 წლის ასაკის დონისათვის, მისი მენტალური ასაკი არის 8. ბინე –    სიმონის IQ ტესტში ყოველი დავალება შესაბამისი ასაკობრივი ოდენობით ფასდება, რომელიც თვეებში გამოიხატება. 14 წლამდე ასაკობრივი  სკალა აგებული იქნა 1000 ბავშვის მონაცემების მიხედვით. ავტორებისთვის მთავარი მიზანი იყო ტესტებისა და qulebis   ისეთი განაწილების მიღწევა, რომლის დროსაც ასაკობრივი ჯგუფების საშუალო გონებრივი ასაკი დაემთხვევა საშუალო საპასპორტე ასაკს. შესაბამისად, 5 წლის   ბავშვის სატესტო შეფასება სწორად აგებულ  სკალაზე უნდა   5 წლის ტოლი   ყოფილიყო . მოგვიანებით ბინე–სიმონის IQ სკალა    სრულყო l . ტერმენმა   და იგი ცნობილია სტენფორდ–ბინე IQ სკალის    სახით. ყოველი ასაკისთვის ცალ–ცალკე აიგო ნედლი ქულების   განაწილების მრუდები.   l . ტერმ e ნმა ყველა IQ მონაცემი (1000 ბავშვი s ) დაყო 10 ასაკობრივ   ჯგუფად   და ნედლი ქულები ბინე -  სიმონის ტესტისგან განსხვავებით გადაიყვანა სტანდარტულ   IQ    სკალაზე, რომლის საშუალოა 100 და  სტანდარტული გადახრა - 15.   კოეფიციენტების ნორმალურ განაწილებაში ყველაზე   დიდი იყო 90 -10 5 ქულიანი ჯგუფი, იგი საშუალო ჯგუფად იქნა მიღებული. საშუალოზე მაღალი ჯგუფები შეიცავდნენ   კოეფიციენტებს 106 - 115 და 116 -125 . ასეთივე ინტერვალით არის წარმოდგენილი 96 - ზე დაბალი IQ    მქონე ჯგუფები. ამრიგად, ტერმენმა მიიღო 905 ბავშვის (5–დან 14 წლამდე) IQ –ების ნორმალური განაწილების მქონე მრუდი M = 100 ,   SD = 12.6. IQ 56-65 (0.33%) 66-75 (2.3%) 76-85 (8.6%) 86-95 (20.1%) 96-105 (33.9%) 106-115 (23.1%) 116-125 (9.0%) 125-135 (2.3%) 136-145 (0.55%) ლ. ტერმენის მიხედვით, IQ  სტანდარტული ქულაა, რომელიც გვიჩვენებს ბავშვის გონებრივი განვითარების დონის მიმართებას მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ბავშვების გონებრივი განვითარების დონესთან.   ინტელექტის გაზომვის მიზნით ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ:  1.   არ არსებობს მკვეთრი   ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის. 2.   არსებობს განვითარების დონის ფართო დიაპაზონი .  3.   პოპულაციაში   გონებრივ i   ჩამორჩენილობის მქონე პირთა გავრცელების   დადგენა დამოკიდებულია იმ  სტანდარტზე, რომელსაც   მიიჩნევენ ნორმად, ან იმ   კრიტერიუმებზე, რითაც განსაზღვრავენ გონებრივ ჩამორჩენას.    4 რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ    4.   ის მოსაზრება, რომ ნორმიდან ქვედა გადახრები (ანუ გონებრივად ჩამორჩენილი პირები) უფრო  ხშირია, ვიდრე ზედა (ანუ   ნიჭიერი პირები)მოკლებულია საფუძველს. 5.   მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვები უფრო მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გონებრივი განვითარების მიხედვით, ვიდრე უმცროს ასაკში, მოკლებულია საფუძველს. რას ზომავს ინტელექტის ტესტები გარდა სტე n ფორ d –ბინეს ტესტისა ინტელექტის გასაზომი ტესტებია ვექსლერის IQ სკალები რავენის პროგრესული   მატრიცები , აიზენკის   ინტელექტის   ტესტი.   ინტელ e ქტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევას   თავისი ასაკობრვი ჯგუფის    სხვა ადამიანების მიღწევასთან მიმართებაში .  სხვანაირად რომ ვთქვათ,   IQ   ტესტში მიღებული ქულა გვიჩვენებს, თუ სად იმყოფება კონკრეტული ადამიანი მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ადამიანებთან შედარებით -  საშუალოსთან ახლოს, საშუალოზე მაღლა, თუ საშუალოზე დაბლა.   naxatze mocemulia inteleqtis standartuli maCveneblebis ganawileba populaciaSi standartul skalaze. es ganawileba normaluria da yvelaze meti individi moTavsebulia -1 +1 standartuli gadaxris diapazonSi, anu 85-dan 115 IQ. d. veqsleris mixedviT IQ qulebis mixedviT gamoiyofa inteleqtis Semdegi doneebi: Zalian maRali >120 saSualoze maRali 110-120 saSualo 90-110
We Need Your Support
Thank you for visiting our website and your interest in our free products and services. We are nonprofit website to share and download documents. To the running of this website, we need your help to support us.

Thanks to everyone for your continued support.

No, Thanks